LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო დამნაშავეები ციხიდან გაქცევას კაბებითა და პარიკებით შეეცადნენ

115
Screenshot 2024-08-20 110402

ბრაზილიაში ორმა საშიშმა ბანდიტმა ქალის სამოსი გადაიცვა და ციხიდან გაქცევა სცადა. ამის შესახებ G1 იტყობინება.

ინციდენტი სეარას შტატის იტაიტინგას მუნიციპალიტეტის ციხეში 11 აგვისტოს მოხდა. ფრანცისკო ატილა და სილვამ და კარლოს ანტონიო და სილვა ოლივეირამ ისარგებლეს იმით, რომ ციხეში სტუმრობის დღე იყო და შიგნით პატიმრების ბევრი ნათესავი იმყოფებოდა.

კრიმინალები ქალის კაბებში გამოეწყვნენ, პარიკები დაიფარეს და ამ ფორმით სხვა სამოქალაქო პირებთან ერთად შეეცადნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიის დატოვებას. მიუხედავად მათი შენიღბვისა, სილვა და ოლივეირა ამოიცნეს და საკნებში დააბრუნეს. გაქცევის მცდელობის გამო, მათ დამატებით სასჯელი დაეკისრებათ.

ცნობილია, რომ ორივე მამაკაცი სასჯელს იხდის მრავალი დანაშაულისთვის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში ქალად გადაცმული პატიმარი, 25 წლის მანუელ ლორენცო ავილა ალვარადო ციხიდან გაიქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები