„ქალაქში განეიტრალებულია ათასზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც რუსმა სამხედროებმა სახლები და ქუჩები დანაღმეს“, – ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება.
რუსი გენერალი: მოვკალით სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული 93 „ნიღბიანი ბოევიკი“ – დანარჩენის განადგურება დროის საკითხია
უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ეს განაცხადი დასტურია იმისა, რომ რუსეთში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებენ, მარიუპოლში დაახლოებით ამდენივე ადამიანის მკვლელობას.
„სახლების კარები დანაღმულია, მხოლოდ იმისთვის, რომ კარი გააღო და მაშინვე ააფეთქდე. სარდაფებიც დანაღმულია. ნაღმებია ეზოებში, სათამაშო მოედნებზე.“ – თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.