LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლებში 30-40-კაციან პურმარილებს აწყობენ, გავრცელდება და მერე იტყვიან, რას უყურებდნენო – იმნაძე

320
imedinews-8-1-2020-05-14-19-09-19-261571

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე საზოგადოებას ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ათეულობით მოქალაქე იკრიბება დახურულ სივრცეში, რაც მისივე განმარტებით, შეგნების საკითხია. იმაძემ ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

“მესმის, თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა – ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, რომ … ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე – დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე ნიღაბი, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს.

კარგით რა, თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40-კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და მერე იტყვიან, აბა, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს”- განაცხადა იმნაძემ.

12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან 697 გამოჯანმრთელებულია. სამწუხაროდ, გარდაცვლილია 13 პაციენტი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 3213 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 303.

საქართველოში კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია: ეზუგბაია

 

mazda magti 5g