LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში ყოფნა არც ისე მოსაწყენია: ახალგაზრდა მხატვრის ილუსტრაციები დღეს ძალიან აქტუალური გახდა (ფოტო)

543
pjimage

კორონავირუსის პანდემის პირობებში, ბევრი ადამიანი იძულებულია დღეები შინ გარეთ გაუსვლელად გაატაროს. ბევრისთვის ეს ძალიან შემაწუხებელია, ხალხს სურს გასეირნება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი ამინდია), მაგრამ არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მხატვარის ჩანახატებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახლში ყოფნა მართლაც ძალიან მაგარი და კომფორტულია.

35 წელს გადაცილებული მხატვარი  Yaoyao Ma Van As თავის ნახატებში გვიჩვენებს, რა მაგარია, როდესაც ქალი მარტო ცხოვრობს და ხშირად საყვარელი ძაღლი ქმარს არაფრით ჩამოუვარდება.  Yao Yao ეს ილუსტრაციები დღევანდელ რეალობაში ძალიან ღირებული გახდა.

 

Yaoyao Ma Van As ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი მხატვარია. იგი დიდი ხანია ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ისეთ გავლენიან კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა დისნეი და Warner Brothers. გიყვართ ანიმაციური სერიალი “რიკი და მორტი”? ამ სერიალის შექმნაში მისი ხელიც ურევია.

სამი წლის წინ, Yao Yao-მ გადაწყვიტა, ყოველდღე ერთი სურათი დაეხატა მისი ცხოვრებიდან. თითოეული ნახატი არ არის ავტობიოგრაფიული, თუმცა მისი ყოველდღიურობის მოტივებზე დაყრდნობით არის შექმნილი.

მხატვარმა მისი შემოქმედება უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა. Instagram-ზე მას 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

magti 5g