LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება – პრემიერი

84
104431297-1715760621895168-2194421978256424370-o

პრემირი ამბობს, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, შესაბამისად, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქებიისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას სრული 72- საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა“, – ამბობს გიორგი გახარია.

მისივე განმარტებით, კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ მაინც არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g