LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

123
სკოლებში აკრძალვა მობილურების

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.

საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა, განათლების კომიტეტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა, კერძო სკოლებზეც გავრცელდება.

„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ.“ – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენებისა ზოგად პირობებს და წესს დაამტკიცებს.

„მეთორმეტე კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი და სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე“ – განათლების რეფორმის კონცეფცია

ამავე პროექტის მიღების შედეგად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს – 12 წელი. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს. 

magti 5g