LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებები არის საზოგადოების დაკვეთა და ემსახურება უფრო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას: პაატა მანჯგალაძე

45
მანჯგალაძე

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი იწყება.

პროცესი კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად დისტანციურად იმართება.
ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს

“ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ემსახურება უფრო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.”

მისი განცხადებით აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ შეიცვალოს მმართველობითი ფორმა და გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე, რომ სარკისებული ასახვა მოჰყვეს მოსახლეობის განწყობების პარლამენტში,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით სახალხო განხილვების პროცესი მნიშნველოვანია და ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად რელევანტური იქნება მოსახლეობისთვის.

პოპულარულები