საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
პროექტი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევასა და ფრაქციის დაკომპლექტების წესის ცვლილებას გულისხმობს.
„ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 2024 წლისთვის მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებმაც შეძლონ, რომ მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ეს სამი პროცენტი ჩვენ მაინც ღიად გვაქვს დატოვებული, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე თვეს გაგრძელდება, შესაძლებელია, რომელიმე საპარლამენტო ოპოზიციამ დააყენოს საკითხი, რომ გადაიხედოს სამი პროცენტი. ჩვენ აქაც მზად ვართ და ღია ვართ, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე , თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დაინიცირებულია და შესაბამის პროცედურებს გაივლის.”-განაცხადა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ცვლილებების დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნება“ და პარტია „მოქალაქეები“ არიან.