LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეიდან იწყება

73
unnamed

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყება. საორგანიზაციო კომისია შეხვედრას დღეს ქუთაისში ხვალ კი თბილისში გამართავს. ​

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა.

პროექტს “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: “მოქალაქეების”, “გირჩის”, “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს“ წარმომადგენლები.

კონსტიტიციურ კანონში ცვლილბების პროექტი შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g