LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრაზე მივიდა

65

ამ წუთებში საქართველოს პერმიერმინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა იწყება.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ისაუბრებენ.

გიორგი პაპუაშვილი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, მესამე დღეს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დაკითხვაზე დაბარებულია გიორგი პაპუაშვილიც, თუმცა ის ჯერ პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები