LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულომ ეკლესიას უძრავი ქონება ერთ ლარად 28 შემთხვევაში გადასცა – TI

35

საკრებულომ თბილისის მთავრობას ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა,-ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობას ეხება.

ანგარიშის თანახმად, საანაგარიშო პერიოდში საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობის გადაცემაზე.

“საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას: უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა – 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება.

“მნიშვნელოვანია მომდევნო მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, იყოს უფრო ღია, გამჭვირვალე და დასაბუთებული, ხოლო საკრებულო მეტად ეფექტურად იყენებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის მექანიზმებს”,-აღნიშნულია ანგარიშში.

magti 5g