LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს…“ – გაიცანით 17 წლის პარასპორტსმენი გიორგი ზარქუა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები აიღო

302
გიორგი ზარქუა

ახლახან, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. უმაღლესი ქულების მქონე მოზარდებს შორის გახლავთ წარმატებული პარასპორტსმენი, 17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე (ზედა კიდურების აგინეზია) დაიბადა. თავად გიორგი გამოცდებზე საკუთარი თავისგან კიდევ უფრო მეტს ელოდა… რა გზა გაიარა აბიტურიენტმა, რომ გამოცდების ასე კარგად ჩაბარება მოეხერხებინა, რომელი პროფესია აირჩია და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

გიორგი ზარქუა:

– საერთოდ, ქართულის გარდა, ყველა საგანში ისეთ ქულებს ველოდი, როგორიც მივიღე, ინგლისურში – ოდნავ მეტსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ 67 ავიღე, რაც საკმაოდ მაღალი ქულაა. უბრალოდ მინდოდა, 70-დან 70 ამეღო. ამაზე გული დამწყდა. ისტორიაში ხომ საერთოდ, გული დამწყდა!.. საკუთარი შეფასებით, კატასტროფულად დაბალი ქულა ავიღე, თორემ ისე, დაბალი არაა. მაქსიმალისტი ვარ.

აბიტურიენტმა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება მიიღო – „ქულა რომ დავინახე, ისე დავიყვირე, მეზობელს ყური გავუხეთქე“

17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, იმ ემოციებს იხსენებს, რაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შედეგების გამოქვეყნებისას განიცადა.

ჩემთვის 2-3 ქულაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს – ინგლისურში, თორემ ქართულ ენაში საკუთარ თავთან ფურორი, გადატრიალება მოვახდინე. აღმოჩნდა, რომ შემძლებია და ძალიან მიხარია!

– ქართულში უფრო დაბალ შეფასებას რატომ ელოდი, ვიდრე ინგლისურში?

– პირველ რიგში, ინგლისური ძალიან კარგად ვიცი. ამბიციურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ფაქტია, მაღალ დონეზე ვფლობ. როცა ბრიტანეთში, ჩემპიონატზე ვიყავი, ფაქტობრივად, ჩემი საუბარი იქ უფრო მეტად დაიხვეწა. ინგლისურში ბავშვობიდან ვემზადები. ენების შესწავლის მიმართ მიდრეკილება მაქვს…

– გიორგი, შენს სპორტულ კარიერაზე რას გვეტყვი?

– ამ აბიტურიენტობის გადამკიდე, 1 წელი დიდად არ მივარჯიშია, მაგრამ გამოცდები მორჩა თუ არა, მეოთხე-მეხუთე დღესვე ვარჯიშზე წავედი… მერე უკვე ჩემი ნაკრები სხვაგან გაემგზავრა. ახლა ქალაქიდან მეც გავდივარ… სექტემბერში ვარჯიშებზე აუცილებლად დავბრუნდები და სპორტულ კარიერას გავაგრძელებ.

ბევრ ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრი, მაღალი სინჯის ოქროს მედალი მაქვს დაგროვებული… სპორტი ადამიანს კიდევ უფრო მეტად უხანგრძლივებს სიცოცხლეს და ბედნიერებას. პარალელურად, საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: ვიაზრებ, რამდენად დიდი მიღწევები მაქვს სპორტის ამ სახეობაში – პარატაეკვონდოში და ძალიან მიხარია. სპორტის ამ სახეობას კორეული ძირი აქვს. ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნება გახლავთ, რომელიც ჩემი პირადი აზრით, ყველაზე კარგი და ლამაზია. შეგიძლია, ტაეკვონდოში 100%-ით ჩაერთო: არა მხოლოდ ძალაზეა ორიენტირებული, არამედ – მენტალურ განვითარებაზე, გონებაზე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g