LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარი ნებით, სხვისი გადარჩენის მიზნით შევიდნენ – ადვოკატები გარდაცვლილ მსჯავრდებულებზე

179
BeFunky-collage (1)

რუსთავის მე -17 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ხანძრთან დაკავშირებით ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულები სამზარეულოში საკუთარი ნებით, სხვისი გადარჩენის მიზნით შევიდნენ, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო გამოსვლა ვერ მოახერხეს.

“გარდაცვლილები არიან ის პატიმრები, რომლებიც სამეურნეო ნაწილში მუშაობდნენ. სავარაუდოდ, სამზარეულოში მუშაობდნენ და ეს ადამიანები იქ საკუთარი ნებით შევიდნენ – სხვისი გადარჩენის მიზნით. სამწუხაროდ, უკან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სამეურნეო ნაწილში დასაქმებულებს აქვთ დაშვება სამზარეულოში. ეს არის ახალი გარემონტებული სამზარეულო, ისინი შევიდნენ სხვების გადარჩენის მიზნით, მაგრამ შეიძლება იქ არავინ ყოფილა…

მაქვს ინფორმაცია, რომ დააგვიანა დახმარებამ, მაგრამ მაქვს ინფორმაციაც, რომ დროზე მოვიდა”, – თქვა ადვოკატმა.

მომხდარზე საუბრის დროს კიდევ ერთმა ადვოკატმა ანა კეკელიძემ აღნიშნა, რომ პატიმრების ინფორმაციით, დაახლოებით, ერთი საათი თავად პატიმრები ცდილობდნენ, სხვა მსჯავრედბულები სასადილოდან გამოეყვანათ:

“როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეუბნება, ნამდვილად, დაახლოები, ერთი საათი თავად პატიმრები იღებდნენ მონაწილეობას იმაში, რომ პატიმრები სასადილო შენობიდან ამოეყვანათ. როდესაც დაგვიანებით მოვიდა სახანძრო-სამაშველო დახმარება, ამის შემდეგ გადაიყვანეს პატიმრები თავიანთ საკნებში. ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, ის ვიცი, რასაც პატიმრები საუბრობენ.” – თქვა ანა კეკელიძემ.

ცოხა ხნის წინ, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას პირადად შეისწავლის.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებლებაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარს ორი მსჯავრდებული ემსხვერპლა

მომხდართან დაკავშრებით დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება.

უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

ვინ არიან ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულები – პენიტენციური სამსახურის განცხადება

რუსთავის ციხეში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები