LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვები თუ ვირუსული ინფექცია – 46-ე ბაღის 15 აღსაზრდელი მოიწამლა

125

თბილისის 46-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელები საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით, დიარეით და პირღებინებით გადაიყვანეს. 15-მდე მცირეწლოვანი ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს. საკვები თუ ვირუსული ინფექცია? ამ კითხვაზე სურსათის უვნებლობის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ბაღების სააგენტოს მოთხოვნით, კომპანიისაგან მიწოდებული საკვები პროდუქტები ლაბორატორიული ექსპერტიზისთვის უკვე ამოიღო. პასუხი კი 5 დღეში გახდება ცნობილი.

„ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად არა მარტო რძის პროდუქტებს, არამედ ყველა პროდუქტს, რაც შედის ჩვენს ბაღებში,“ – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ.

თავად კომპანია „ნილსის“ წარმომადგენელი მომხდარს ვირუსს უკავშირებს და ამბობს, რომ მათი პროდუქცია შემოწმებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.  ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

„ზოგადად, ამ პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად იმატებს. ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო,“ – წერია ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში.

 

magti 5g