მო სალაჰის ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის ფონზე კრიშტიანო რონალდოს ბიუსტი შედევრად მოგეჩვენებათ.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხუმრობა არ არის.
ეგვიპტელმა სკულპტორმა მაი აბდელ ალაჰმა შარმ-ელ-შეიხის ახალგაზრდულ კულტურულ ფორუმზე საკუთარი შემოქმედება აჩვენა. ქანდაკება „ლივერპულის“ მეგოლეს მოჰამედ სალაჰს გამოსახავს მისი ცნობილი გოლის აღვნიშნის მომენტში. თუმცა სინამდვილეში ალბათ უფრო კარიკატურას მოგაგონებთ.
2018 წლის ივნისში კრიშტიანო რონალდოს საშინელი ბიუსტი შედარებით ადეკვატური ბრინჯაოს ორეულით შეცვალეს. სალაჰს ახლა მხოლოდ იმედიღა რჩება.