LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ჭაჭუა: „დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გავუწევ კონკურენციას, რადგან ვიცი, რას ნიშნავს შრომა და პროფესიონალიზმი!..“

23282
salomechahcua

სალომე ჭაჭუა მორაგბე ჯორდან კონროისთან ერთად ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს. წყვილმა უკვე ორი საკონკურსო ტური გაიარა ერთად.

„იმედის“ ეთერში სალომე ირლანდიიდან ჩაერთო და წამყვანების შეკითხვებს უპასუხა.

კონკურენციაზე საუბრისას მოცეკვავე ამბობს: „სამი მოცეკვავე ირლანდიიდან არის, ზოგი ინგლისიდან, იტალიიდან, უკრაინელიც გახლავთ. საკმაოდ კარგი მოცეკვავეები არიან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, რას ნიშნავს შრომა, პროფესიონალიზმი და ჩემს სფეროში ძალიან დიდი კონკურენციაა, შესაბამისად, ნებისმიერს დედამიწის ზურგზე გავუწევ კარგ კონკურენციას, ჩემს თავში ვარ დარწმუნებული და ძალიან ბევრს ვმუშაობ. მიხარია ის, რომ რამდენიმე ცეკვის შემდეგ აქაურ მაყურებელს შევაყვარე თავი. თუ ბევრს იშრომებ, ყველგან ერთ-ერთი გამორჩეული იქნები…“

ვიდეო: სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის მეორე გამოსვლა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში

სალომე ჭაჭუა ასევე აღნიშნავს:

„პროექტის დაწყებიდან სამი კვირა გავიდა. რაც შეეხება შეფასებებს, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი მეწყვილე შემირჩიეს და გამიმართლა. ძალიან კარგად მუშაობს და ვთვლი, რომ კარგი შოუ-დადგმები გამოგვივიდა, მისი სხეულის მზაობა და მოტივაცია, როგორც სპორტსმენისა, რომელმაც იცის შრომის ფასი, მაძლევს იმის საშუალებას, რომ საინტერესო და შედარებით უფრო რთული დადგმები გავაკეთო ჯორდანთან ერთად. მას არ ჰქონია ცეკვის გამოცდილება, თუმცა ზოგადად, ძალიან უყვარს ცეკვა. ეს ძალიან მეხმარება, რადგან თავად მოსწონს, დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით ეკიდება ცეკვას და ცეკვის სამყაროს. პირველ ჯერზე ვიყავით მეორე ადგილზე, მეორე ლაივის შემდეგ მესამე-მეოთხეზე ვართ, ზუსტად არ მახსოვს.

რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ძალიან კარგები არიან, ყველა შრომობს, ენერგიას, სულსა და გულს დებენ. საკმაოდ კარგი კონკურენტები გვყავს, თუმცა ჩვენ ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ დანარჩენ წყვილებს.

დადგმებს თავად ვაკეთებ, მერე ვქმნი მუდბორდს, როგორი სტილის სამოსსა და მაკიაჟს ვხედავ, შემდეგ პროდიუსერები გვაძლევენ შენიშვნებს და კოსტიუმები დიდი ბრიტანეთიდან ჩამოდის. მომდევნო კვირა კინოტურს ეთმობა. ჩვენ შეგვხვდა „მადაგასკარი“, ჯორდანი არის ლომი და მე – ზებრა. ამ დადგმისთვის ცალკე კოსტიუმები შეიქმნა.

ჟიურის წევრებიდან ორი ლათინო-ამერიკული ცეკვის პროფესიონალებია, მესამე სპორტული ცეკვების განხრით არა, მაგრამ მოცეკვავეა. ყველას თავისი როლი აქვს, მაგრამ ვინც ლათინო-ამერიკულ ცეკვას წარმოადგენს, მკაცრები არიან, თუმცა საინტერესო რჩევებს გვაძლევენ. სიმკაცრე ზომიერების ფარგლებშია. ჟიურის მესამე წევრი არის ყოველთვის კეთილი, მოსწონს და მუდამ აღფრთოვანებულია…“

ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”

სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g