გუშინ ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც იღებდა.
ყველასთვის ცნობილია, რომ სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბე იყო.
წყვილმა ფინალამდე არაერთი დადებითი შეფასება და მაღალი ქულა მიიღო, თუმცა მაყურებელთა გადაწყვეტილებით, საბოლოოდ, ჯორდან კონროიმ გამარჯვება ვერ მოიპოვა, რასაც ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში გამოხმაურებები მოჰყვა:
“არ ვიცი, რა კრიტერიუმებით აფასებენ მოცეკვავეებს, მაგრამ ამას ყველა ხედავდა რომ სალომე და ჯორდანი საუკეთესოები იყვნენ… ეკუთნოდათ და ჩვენთვის გამარჯვებულები არიან”
“ვერ მოიგეს სამწუხაროდ, მაგრამ გაიცნო სალომე მსოფლიომ და ეს ერთი დიდი წინგადადგმული წარმატებაა”
“სალომე მაინც გამარჯვებული ხარ, ძალიან ძლიერი და მაგარი მოცეკვავე ხარ, ვამაყობთ შენით”
“ძალიან გული დამწყდა რომ ვერ მოიგეს, თუმცა ფინალისტობა დიდი წარმატებაა, ყოჩაღ სალომე, მაგარი გოგო ხარ”
ცნობისთვის, სალომე ჭაჭუამ უცხოურ პროექტში მეორედ მიიღო მონაწილეობა, ამჟამად, მოცეკვავის სტატუსით.
მანამდე მოცეკვავე ბეირუთის “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ქორეოგრაფად იყო მიწვეული.
ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო
ვიდეო: სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი გამოსვლა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში”
სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე