ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, სალომე ჭაჭუა, თავის მეწყვილე, მორაგბე ჯორდან კონროისთან ერთად წარმატებით განაგრძობს კონკურსში მონაწილეობას.
წყვილმა მეექვსე საკონკურსო ტურში “ფოქსტროტი” შეასრულა და ამჯერადაც, კარგი საკონკურსო შეფასებებით გადავიდნენ შემდეგ ტურში.
ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში სალომესა და ჯორდანის ცეკვამ სხვადასხვაგავრი შეფასება გამოიწვია.
“ფერიასავით არის ნამდვილად”
გაუჭირდებოდა! გააგიჟა ყველა და მიკვირს პირდაპირ ფინალში არ გაუშვეს ოქროს ღილაკით”
“სალომე საოცარი გოგოა თავისი პროფესიონალიზმით და დახვეწილი გემოვნებით, მაგრამ ამ ირლანდიაში რა უქნეს ეს. რას ჰგავს ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაცმულობა, ცეკვა, რატომ არის ეს ყველაფერი საშინლად უგემოვნოდ შერჩეული?”
“წარმატებები ჩვენს ვარსკვლავ გოგოს”
წარმატებები, შემდეგ ტურში გადასვლა კი არა გამარჯვება უნდა მივულოცოთ”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
ცნობისთვის, სალომესა და ჯორდანის წყვილმა ამჯერად, 19 ქულა დაიმსახურა.
იხილეთ ასევე:
ვიდეო: სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის მეორე გამოსვლა ირლანდიურ “ცეკვავენ ვარსკვლავებში
სექსუალური სალომე საქართველოდან… რას წერს ირლანიური მედია სალომე ჭაჭუაზე
ვიდეო: „საოცრად შესრულებული ჩა-ჩა-ჩა“- სალომე ჭაჭუამ ზებრის, მისმა მეწყვილემ კი ლომის როლი მოირგო