LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო“ – ირაკლი ზარქუა

137
ირაკლი ზარქუა

„სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ 9 ვალდებულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობდა, დღეს კი საუბრობს, რომ ის მისი მონაპოვარია.

„ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს კონსულტაცია. როგორც კი დამტკიცდება საბოლოოდ, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს (სამუშაო ჯგუფებში).

მოგიწოდებთ თქვენც, ამაზე მონიტორინგი განახორციელეთ. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ამბობდნენ გუშინ. მეცინებოდა, ვაშაძე რომ იდგა და „მონაპოვარიო“… როგორ შეგიძლია თქვა, რაღაც ზღვარი ხომ არის? ყველა (სტატუსის) წინააღმდეგ მუშაობდა.

სამადაშვილი-ვაშაძის ტექსტებიც უნდა იყოს ოღონდ, „მორბენალი ტექსტები“, მანამდე რას ჰყვებოდნენ და მას შემდეგ. თავმჯდომარეს გუშინ ვთხოვე კიდეც, დაამატეთ დრო, ილაპარაკონ მეთქი,“ – განაცხადა ზარქუამ.

„მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, ცხრა წინაპირობა არის გასაკეთებელი.. მოგვეცით საშუალება და ცხრავე პირობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, უმოკლეს ვადაში შესრულდება“ – გიორგი ვაშაძე 

„კანდიდატის სტატუსს ველოდებით, პენსიები გავზარდეთ, ხელფასები და ახლა თემა რა აქვთ? ორბანის პოლიტიკაზე კომენტარი უნდა გავაკეთო“ – ზარქუა ჟურნალისტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები