LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი „ოცნებას“: თქვენმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება „ბიძინაობას“ მიუძღვნა… სამარცხვინოები ხართ 

676
სალომე სამადაშვილი

„თუ არ იქნება სამართლიანობა ქვეყანაში, არ იქნება სიმშვიდე, რამდენი პოლიტიკური ოპონენტიც არ უნდა დაამწყვდიოთ თქვენს საპყრობილეში,“ – ამ განცხადებით ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, რითაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

ყოფილ პრეზიდენტზე საუბრისას სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც  დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება „ბიძინაობას მიუძღვნა“. სამადაშვილის შეფასებით, სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც „ამ კერპთაყვანისმცემბლობაში მონაწილეობს“.

„კერპთაყვანისცემლობასაც თუ ჰქონდა ადგილი, ეს ალბათ სიუპრიზი იყო ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის. მე მინდა გამოვეხმაურო თქვენი პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება „ბიძინაობას“ მიუძღვნა ჩვენს ქვეყანაში.

სამარცხვინო ხალხი ხართ მთლიანად ყველა, მთელი შემადგენლობა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწიოლეობს, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო არც თანამედროვე ქვეყანასთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g