პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის 70%-ს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სურს და შესაბამისად, თავიანთ მოკავშირეებად სწორედ მათ მიიჩნევენ.
აღნიშნული განცხადებით სამადაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა და რომლის თანახმადაც, პარტია „ლელოს“ გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.
„საქართველოს ამომრჩევლის 70%-ს სურს რუსული რეჟიმის დასრულება, ივანიშვილის ხელისუფლებას ვგულისხმობ და ეს ამომრჩევლის 70% არის ჩვენი მოკავშირე იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, მათთან ვაპირებთ ალიანსის შექმნას“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.