LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „საქართველოს ამომრჩევლის 70%-ს რეჟიმის დასრულება სურს – ალიანსის შექმნას მათთან ვაპირებთ“

154
სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის 70%-ს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სურს და შესაბამისად, თავიანთ მოკავშირეებად სწორედ მათ მიიჩნევენ.

აღნიშნული განცხადებით სამადაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა და რომლის თანახმადაც, პარტია „ლელოს“ გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.

„მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან ვითანამშრომლო“ – ქმნის თუ არა ნინო ლომჯარია პარტიას

„საქართველოს ამომრჩევლის 70%-ს სურს რუსული რეჟიმის დასრულება, ივანიშვილის ხელისუფლებას ვგულისხმობ და ეს ამომრჩევლის 70% არის ჩვენი მოკავშირე იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, მათთან ვაპირებთ ალიანსის შექმნას“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პაპუაშვილი ლომჯარიაზე: „სტრასბურგის მიერ ტყუილში მხილებული ომბდუსმენი ყველაზე სამარცხვინო დამღაა – არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საზოგადოებრივად ცხოვრებას საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები