„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“,– ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი წერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები შეასრულოს:
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს
„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის და წევრობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
სალომე სამადაშვილი: „ქოცს“ სანამ საიდანღაც აგდებენ, იძახის მე თვითონ მივდივარო… მიტოვებული მიჯნურივით იტყუება, მე მივატოვეო“
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
„საპროტესტო აქციების 64-ე დღე საქართველოს 7 ქალაქში, აქციები ძლიერია ისე, როგორც არასდროს. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნები, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის და მათი წევრობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებად გადაქცევისთვის“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვეტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.