საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ საქართველოს პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ზურაბიშვილის მოხსენების მოსმენის გარდა, ამ დღეს დეპუტატებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტს დაუსვან კითხვები და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები.