LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ“

110
სალომე ზურაბიშვილი

„ამ რეჟიმის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია – ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე, ამ ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს, მივცეთ ის გამარჯვება, რაც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე – პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია“, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც შიგნიდან, ისე გარედან „გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე“.

კახა კალაძე: „მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს“

„საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ არის, რომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა.

ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით. შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელია.

ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“: „აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის“

მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g