LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებისთვის პირადი თანხა, 48 ათასი ლარი დახარჯა – პრეზიდენტის დეკლარაცია

136
Untitled design

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 2023 წელს, ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად პირადი თანხა – 48 217 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 29 იანვარს შეავსო.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა ქველმოქმედების სახით 55 275 ლარი გაიღო.

რაც შეეხება სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავალს (ხელზე აღებული თანხა), აღნიშნულ გრაფაში პრეზიდენტს 84 220 ლარი აქვს მითითებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები