LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალონების მომსახურება გაძვირდება: ქვეყანაში ჯერ სალონური პროდუქციის მარაგები არის

133
hair_group_swindon_2.jpeg

რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში, შესაძლოა, სილამაზის სალონების მომსახურება გააძიროს. საქმე ისაა, რომ სილამაზის სალონები სახარჯი მასალების იმპორტს, ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან ახორციელებდნენ. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელი  თამარ შარაშენიძე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა იმპორტიორები ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესში არიან.

„ალტერნატიული ქვეყნებიდან პროდუქციის შემოტანა პროდუქციის თვითღირებულებას გააძვირებს, რაც საბოლოო ჯამში, სალონურ მომსახურებზე ფასების ზრდის წინაპირობა გახდება. მაგალითად, ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით თუ პროდუქტი 200 ლარი ღირდა და პროცედურას 300 ლარად აკეთებდნენ, ანალოგიური პროდუქტის ფასი თუ გაიზრდება 250 ლარამდე, პროცედურის ფასიც 50 ლარით გაიზრდება. ევროპელ მწარმოებლებს უკრაინაში ძალიან ბევრი წარმოება ჰქონდათ გადმოტანილი. აღნიშნულ ქვეყანაში პროდუქციის წარმოების ხარჯი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ევროპაში,“- აცხადებს შარაშენიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სალონური პროდუქციის მარაგები ჯერ არის და ამ დროისთვის, დეფიციტის რისკი არ დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g