LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Salvatore Ferragamo-ს მოდის სახლს ახალი დიზაინერი ჰყავს

30

Salvatore Ferragamo-ს მოდის სახლში მორიგი ცვლილებაა. მამაკაცის ტანსაცმელზე პასუხისმგებლობა გიომ მეიანდიმ ჩაიბარა, რომელიც მანამდე Louis Vuitton-ის, Yves Saint Laurent-ის და Lanvin-ის მოდის სახლებში მუშაობდა და ყველგან მამაკაცის ტანსაცმლის უფროსი დიზაინერის პოსტს იკავებდა.

Salvatore Ferragamo-ს სამი ახალი დიზაინერი ჰყავს – პოლ ენდრიუ ქალის ფეხსაცმლის დიზაინზე აგებს პასუხს, ფულვიო რიჯონი – ქალის ტანსაცმელზე, გიომ მეიანდს კი, მამაკაცის სრული გარდერობი აბარია, სამივე ერთად კი, მასიმილიანო ჯორნეტის ჩაანაცვლებს, რომლის თანამდებობაზე, სავარაუდოთ არავინ დაინიშნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები