LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი უმრავლესობას: „არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ“

132
Untitled design

„რევოლუცია არ მოდის, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ არ მოდის – დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე სერიოზული არ არის ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

დარბაზში სიტყვით გამოსვლამდე სალომე სამადაშვილმა ჩართო ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან „ნატვრის ხე“, რომელშიც ერთ-ერთი გმირი ამბობს – „მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“.

„რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია!

ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს.

ამიტომ ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა, ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ ხელისუფლებიდან გააგდებენ.

მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ამ გეგმას ვერ განახორციელებთ, ამიტომ დროა ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g