საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ 69 წლის ვარსკვლავი კიმ კეტროლი დაქორწინდა. მისი რჩეული 55 წლის რასელ ტომასია, რომელთანაც მას ცხრაწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
წყვილმა 4 დეკემბერს, ლონდონის ისტორიულ ძველ ტაძარში, მხოლოდ 12 ახლო მეგობრისა და ოჯახის წევრის თანდასწრებით დადო სიყვარულის მარადიული ფიცი.
კეტროლი საკურთხევლისკენ „დიორის“ თეთრ, ელეგანტურ კოსტიუმში და დიზაინერ, ფილიპ ტრეისის სპეციალურად მისთვის შექმნილ ქუდში მიემართებოდა. ტომასმა კი „რიჩარდ ჯეიმსის“ კლასიკური კოსტიუმი მოირგო. ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოცემა People-მა გაავრცელა.
წყვილი 2016 წელს შეხვდა ერთმანეთ.ს მათი ურთიერთობა თავდაპირველად ფარულად მიმდინარეობდა. კეტროლმა 2020 წელს People-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტომასთან თავს უსასრულოდ კომფორტულად გრძნობს.
ცნობისთვის, კეტროლი წარსულში სამჯერ იყო ქორწინებაში, ლერი დევისთან, გერმან არქიტექტორ, ანდრე ლისონთან და ინჟინერ, მარკ ლევინსონთან. მას ასევე ჰქონდა რომანები კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პიერ ტრუდოსთან და შეფ-მზარეულ, ალან უაისთან, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო.
„მზად ვარ ასაკს ყველა შესაძლო მეთოდით ვებრძოლო“ – როგორ სამანტას უნდა ველოდეთ ახალ სეზონში