LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის, მაკდონალდსის წარმოება, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ“ – გაიაშვილი სოფო ჭყონიას პასუხობს

384
fot

„რა თქმა უნდა, არ ვერჩი, იმ კომპანიებს, ვინც საქართველოში ბიზნესს აწარმოებს, მაგრამ ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გაკეთება, მე მგონი, სამარცხვინოა პირველ რიგში,“ – ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა წამყვანის, გიორგი ფუტკარაძის კითხვაზე – როგორ შეაფასებს თემურ ჭყონიას შვილის, სოფო ჭყონიას განცხადებას, პასუხად. სოფო ჭყონიამ Georgian Aairways-ი მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტული რეისების დანიშვნის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის სამარცხვინო კომპანია.

Georgian Airways, თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში იფრენს

„სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლის წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსის, ჩვენი ბავშვების მოწამვლა… მე მგონი, კოკა-კოლა არ არის სასარგებლო, უფრო კარგი იქნებოდა, კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია, ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამც თუ კოკა-კოლა და კოკა-კოლის რეკლამით იყვნენ დაკავებული.

მე მათ მინდა ვუთხრა, მიხედონ მათ თავის საქმეს, მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობდნენ თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ისევე ქვეყანაზე, და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g