„სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან“ – აცხადებს გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე იმყოფებოდა.
„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. მოგეხსენებათ დააბრუნეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული..
მას მალე გამოჯანმრთელებას და შეძლებისდაგვარად უკეთეს მდგომარეობას ვუსურვებთ.
რაც შეეხებათ დამნაშავეებს, ყველას სურვილია და სამართალი აღდგება და დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად,“ – თქვა ხინჩეგაშვილმა.
“დამნაშავეები დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად” | ხინჩეგაშვილი გინტურის მკვლელებზე
“დამნაშავეები დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად” | ხინჩეგაშვილი გინტურის მკვლელებზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად ასული თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე