LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართლიან არჩევნებს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს – ვინ შეცვალა ლომჯარია

266

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამების მენეჯერი, მიხეილ ბენიძე აირჩია. ბენიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს პორტოს ბიზნეს სკოლისგან და არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი.

“ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.

მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ნინო ლომჯარია, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „სამართლიან არჩევნებს“. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება,” – ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g