LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამცხე-ჯავახეთში რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო

282

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები გრძელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კოოპერატივს „მთის გემო“ 1500 ლიტრის მოცულობის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კოოპერატივის „მთის გემო“ წევრებს საწარმოში შეხვდა და იმერული ყველისა და სულგუნის წარმოების პროცესს გაეცნო.

კოოპერატივმა „მთის გემო“ სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g