გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 41-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 797 ბავშვს მონათლავს. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ უწმინდესი ნათლულებს დალოცავს.
ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25.943 ნათლული ჰყავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.