LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ – ილია მეორემ ნათლულები დალოცა

233506451

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა დასრულდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 600-ზე მეტი ნათლული პირადად დალოცა.

„დღეს არის ბედნიერი დღე. დიდი ნაწილი, 500 ბავშვზე მეტი მოინათლა და შეუდგა ქრისტეს მხედრიონს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ეს ბავშვები და მთელი საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო,“ – განაცხადა ილია მეორემ.

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 57-ე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები