LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები

159
2026-03-19_02-12-44_037478

სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში იქნება ღია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში დღეს გადაასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად; პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

18 მარტს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები – უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

დღესვე, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

„ვიცი, რომ პატრიარქს უყვარდა სიონი… 1978 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მრავალჟამს“ – მამა ელიზბარ ოდიშვილი

„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g