LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა

998
1 სამება

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი საკუთარი ფეისბუქ გვერდით ავრცელებს. არქიმანდრიტი მწუხარებას გამოთქვანს მინდიაშვილის გარდაცვალების გამო.

“გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი.
ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ” – წერს იოვანე მჭედლიშვილი.

 

არჩილ მინდიაშვილი 1991 წელს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრის მთავარ არქიტექტორად. 1995 წელს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტის მთავარ არქიტექტორად აირჩიეს.  1998 წლიდან ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებით გაერთიანება “კათედრალს”. მისი პროექტი სამების ტაძრის მშენებლობის მოდელით, 110 ავტორთა შორის გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g