სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი მედიცინის სფეროს განვითარებაში სამ მილიარდ დოლარს გაიღებს. თუმცა ცნობილია, რომ ამ კოლოსალურ თანხას ის არა ერთბაშად, არამედ ათი წლის განმავლობაში გადაიხდის.
„ხალხი გაცილებით მეტს ხარჯავს მკურნალობაში, ვიდრე კვლევაში, რომელიც ამა თუ იმ დაავადებისგან სრულებით დაგვიცავდა“, – განაცხადა მარკმა.
ცუკერბერგი და მისი მეუღლე, პრისცილა ჩანი 600 მილიონს გადარიცხავენ დამოუკიდებელ კვლევით ცენტრში „Biohub“, სადაც სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები იმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ მარკის მდგომარეობა ამ ეტაპზე 44,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.