LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშები” ევროპაში ტურისტებს იზიდავს

119

სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონი, რომლის გადაღებებიც ევროპაში მიმდინარეობდა, კონტინენტზე ტურისტების რაოდენობას ზრდის.

მთავარი გადასაღები მოედანი ისლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთსა და ხორვატიაში იყო. აღნიშნული ქვეყნებისთვის ასეთი პოპულარობის გამო ეკონომიკური მოგება კოლოსალურია.

როგორც Times წერს, მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიამ 2010 წელს, გადაღებების დაწყების მომენტიდან 140 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ხორვატიულმა დუბროვნიკმა კი 8,7 მილიონი ევრო. დუბროვნიკი ყოველ წელს 60 000 „სამეფო კარის თამაშების” ფანატს იღებს და ამ რაოდენობაში არ შედიან „ჩვეულებრივი ტურისტები”.

ისლანდიაში ტურისტების რაოდენობა კი 2010 წლიდან 2014 წლამდე 100%-ით არის გაზრდილი. სამეფო კარის თამაშების ფანებისთვის გადასაღებ მოედნებზე სპეციალური ტურებია შექმნილი, რომლებიც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები