დღეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცესა შარლოტას დაბადების დღეს ანიშნავს. პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილი ოთხი წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით კენსიგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე შარლოტას ახალი ფოტოები გამოჩნდა: “ქემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულნი არიან გაგიზიაროთ პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტოები აპრილში, ნორფოლკის საგრაფოშია გადაღებული. ახალი ფოტოები თავად ქეით მიდლტონმა გადაიღო და პრინცესა შარლოტა სამ სხვადასხვა სამოსში პოზირებს. მათ შორის Trotters-ისა და Amaia Kids-ის ბრენდის სამოსში.