LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის წევრებმა სტუმრებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლეს

109

ბუკინგემის სასახლეში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებში მსახურების დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები – ქეით მიდლტონი და პრინცები უილიამი და ჰარი დაესწრნენ.

სამეულმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გასართობ პროგრამაში: საბავშვო აქციებში, რომელიც ტორტის გაფორმებასა და წყლით სავსე ბუშტების გახეთქვას გულისხმობდა.

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღება ჰერცოგინიას ვიზუალს დაეთმო. მას See by Chloe-ს ღია ფერის კაბა ეცვა, რომელიც, როგორც ინტერნეტმომხმარებლაბმა აღნიშნეს, მას ადრეც ეცვა.

სამეფო წყვილის უახლოესი ღონისძიება 7 ივნისსაა დაგეგმილი: ქეითი და უილიამი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g