LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში შშმ ბავშვთა სახლის სახელით მოსახლეობაში ფულად შემოწირულობას ითხოვენ

89
25424641

ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული შშმ ბავშვთა სახლის სახელით გაურკვეველი პირები მოსახლეობას ფულად დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, უცნობი ადამიანები გაურკვეველი დოკუმენტებით, რომელიც თითქოს მათ კომპეტენტურობას ადასტურებს, დადიან ქუჩებში და ითხოვენ ფულად დახმარებას. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე.

გასული კვირის ბოლოს ყოფილი ავტოვაგზლის ტერიტორიის მიმდებარე ქუჩაზე უცნობმა მამაკაცმა, ადგილობრივებს თავი შშმ ბავშვთა სახლის წარმომადგენლად გააცნო და მოსახლეობას მშიერი აღსაზრდელების გამოსაკვებად პროდუქტი და ფული სთხოვა. ზუგდიდის მკვიდრი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მსგავსმა შემთხვევამ სისტემატიური ხასიათი მიიღო. რესპოდენტმა არ დაასახელა თანხა, რომელიც შშმ ბავშვთა სახლს შესწირა, თუმცა აღნიშნა, რომ იმ მძიმე პერიოდში, რომელშიც ვირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანა აღმოჩნდა, ერთმანეთის თანადგომა უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მსგავსი დაწესებულების არსებობას და მათი წარმომადგენლების მიერ მოსახლეობაში შემოწირულობების შეგროვებას, საკითხის გარკვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ვცადეთ. “ფორტუნამ” რწმუნებულის ადმინისტრაციას გასულ კვირას მიმართა, სადაც აგვიხსნეს, რომ ასეთი შემთხვევის შესახებ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ. მათი განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჭიროებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, შეუძლიათ გუბერნიის აპარატს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ და ისინი შინ მიუტანენ. მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ და განაცხადონ იმ პრობლემის შესახებ, რაც მათ გააჩნიათ.
მათივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი არსებობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები