LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის რაიონში ყველა სკვერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული

83

სამგორის რაიონის გამგეობა კეთილმოწყობით და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მესამე მასივში ახალი სკვერი მოეწყო, გაკეთდა  ქვიშის მოედანი, წყაროები, ატრაქციონები, ე.წ. კაუჩუკის მოედნები, დაიგო ფილები, გამოიცვალა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.  სამგორის რაიონში ყველა სკვერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არის  ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
აღნიშნულ მისმართზე სამგორის რაიონის გამგეობის და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ ასევე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. მესამე მასივის ზემო პლატო #39,#40, #41, #$2, #43, #43ა და #43ბ  კორპუსების სახურავები გადაიხურა, დამონტაჟდა სადარბაზოს კარი, გამოიცავალა შიდა წყალკანალიზაციის მილები, გადაიხურა სადარბაზოს შესასვლელები, მოხდა კორპუსის კაპიტალური გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტის საფარი. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 850 000 ლარია.
“ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამგორის რაიონში. დასრულდა კიდევ ერთი ახალი სკვერის კეთილმოწყობა მესამე მასივში. ასევე სკვერის მიმდებარე კორპუსებში მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გადაიხურა სახურავები, მოხდა კორპუსის კაპიტალური  გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური და შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ასევე მიმდინარეობს გზის მოასფალტება”, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა, გიორგი ბაგრატიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g