თბილისში, სამგორის რაიონში ხანძრია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 2 ოთახს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვ.მ ფართობი.
უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.