თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სამი ჯოჯოხეთური წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან დე, რასაც უშენობა ჰქვია… ეს უკვე სიცოცხლე არაა, უბრალოდ ჩემს არსებობას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – გიორგი. მინდა მას თავისი წილი დედობა გავუწიო.
მაპატიე შვილო, რომ ვერ დაგიცავი, სათანადოდ ვერ გაგიფრთხილდი. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მავანს ეგ ავიწყდებათ. უფალი ყველას თავის ბუმერანგს დაუბრუნებს.
მარტო მე ვერ გავიხარე შენი არსებობით. ღმერთმა ყველაფერი უხვად მოგმადლა, სილამაზეც და ნიჭიერებაც, ოღონდ ბოროტებმა არ დაგაცალეს ხანგრძლივი ცხოვრება და დღე შეგიმოკლეს. ყველას მიეზღვება თავის საწყაოთი. მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო. შეხვედრამდე დე…”, – წერს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების თანახმად, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე კი დაიხურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიაზე ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია” – პროკურორი
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს – „ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით“შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ