LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ ტრენერის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას

96

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენერის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას.

„არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, N11 დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი-თანადგომა” დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g