LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ქვეყნის მსოფლიო: ფიფამ 2026 წლის მუნდიალი აშშ-კანადა-მექსიკას მისცა

50

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამ ქვეყანაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში ჩატარდება. ამის შესახებ ცნობილი მოსკოვში გამართულ ფიფას კონგრესზე გახდა. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე პრეტენზიას მაროკოც აცხადებდა. შტატებმა, კანადამ და მექსიკამ დელეგატთა 134 ხმა მიიღეს, მაროკომ კი მხოლოდ 65.

გამარჯვებულ კანდიდატებს უკვე შერჩეული აქვთ 23 ქალაქი, სადაც თამაშები უნდა გაიმართოს და აქედან საბოლოოდ 16 ქალაქი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ამ 23 ქალაქიდან მხოლოდ 6 არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესენია მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი (სამივე მექსიკა), ტორონტო, მონრეალი და ედმონტონი (სამივე კანადა).

შეგახსენებთ, ეს იქნება პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g