LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი ტყვია აქვს მოხვედრილი“ – თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს

524
politsiis-lenti_w_h

თბილისში „გლოვოს“ კურიერი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, კურიერმა კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად.

დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მისი ნათესავი სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდას ფეხის თითები, ტერფის ძვლები აქვს დამტვრეული და ის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.

„ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი, დაჭრილი წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კურიერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვარმა მთვრალმა კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშხვნილია ძვლები, ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან სამი ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქვენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო!!!

ამ ბიჭს რომელიც ინახავს თავის მცირეწლოვან შვილს თავისი პატიოსანი შრომით, ხეჩინაშვილი კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში რომელიც ჩართულია საყოველთაო პროგრამაში!!!

რამე რომ დაემართოს თემო სიგუას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ აგებთ პასუხს! ყოველდღე გავაკეთებ თქვენზე პირადად რეპორტაჟებს! არ მოგასვენებთ. კრიმინალი მიშვებულოა აქამდე არ დაუჭერიათ დამჭრელები!!!! და ამასობაში დაჭრილ ადამიანს ასე იცილებენ თავიდან!! ამ ბიჭს რომელიც გლოვოს კურიერია აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა!! გიჩივლებთ ყველგან! ნება იბოძეთ და შეასრილეთ ჰიპოკრატეს ფიცი რაც დადეთ!!! ისეთი გაცოფებული ვარ ვერავის ვნიშნავ ვუსაც ეხება @ჯანდაცვის სამინისტრო“, – წერს სალომე გოგოხია.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g