პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გერმანიაში წარმატებულად აფასებს და აღნიშნავს, რომ იმედის მომცემია განცხადებები, რომლებიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
გერმანიის კანცლერი: მინდა საქართველო გავამხნევო, სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე
„განსაკუთრებით, კანცლერის მხრიდან დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებს, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება, მნიშვნელოვანი განცხადებაა და ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, კანცლერმა იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ბორელმა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ოპოზიციის ამოცანაც, რომ ისინი ბოლომდე უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ოპოზიციის მხრიდან ყველა სხვა ნაბიჯი ჩაითვლება ევროპული პერსპექტივის საბოტაჟად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.